Jump to content
Planeta.Ge

tia "ეს იქნება ძალიან საშიში პერიოდი!" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ვრცელდება


Recommended Posts

1641747899_1638807221_1638700350_1637484997_1635072076_lela-kakulia.jpg

სოციალურ ქსელში, ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ვრცელდება.

 

"ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეგახსენებთ იმ წინასწარმეტყველებების ნაწილს, რომლებიც ლელა კაკულიას ამ ქვეყნის შესახებ აქვს წარმოთქმული.

 

1992 წელი, 22 მარტი

ყაზახეთში დიდი არეულობა იწყება. მოდის მათი იმამი − ანტიქრისტეს განსახიერება, მიჰყვება ხალხი, ირღვევა რუსეთთან კონტაქტი, დიდი ომი, სისხლისღვრა.

 

1993 წელი, 12 ივლისი, ღამის 12 საათი

რუსეთი, ვხედავ, ჩიხშია მომწყვდეული. ღმერთი უხდის სამაგიეროს. ომები ყაზახეთში, უზბეკეთში, ომი უკრაინასთან, ომი ჩრდილოეთ კავკასიაში... რუსეთმა საკუთარი ხელით ამოითხარა სამარე.

 

2005 წელი, 27 მარტი

მოსკოვი იძაბება. ყირგიზეთში შიდა ომები იქნება. ყველაფერი აირევა. აირევა ყაზახეთიც. აი ნახავთ!

2008 წელი, 9 სექტემბერი, დილის 5 საათი

 

რუსეთი ვერ შექმნის რუსულ ნატოს...

მოკლედ, უზბეკეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი დასავლეთსა და ამერიკას არასდროს დაუპირისპირდებიან, რუსეთთან კი ბევრ რამეზე ვერ შეთანხმდებიან — ბოლოსდაბოლოს, მობეზრდებათ და უარს ეტყვიან.

 

2008 წელი, 21 ნოემბერი

ვხედავ, ყაზახეთისა და რუსეთის ურთიერთობები თითქოს ძალიან დამთბარია. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი ძველი, ჭკვიანი კომუნისტია. ის რუსეთის კაცია — ასე ჩანს და ასეც არის. ევროპა შორსაა, რუსეთი კი საზღვარზეა. ბევრი რამ საერთო აქვთ, ეკონომიკურადაც გადაბმულები არიან, რუსეთის პრეზიდენტებიც დიდ ყურადღებას უთმობენ, რათა სხვა ქვეყნებივით ყაზახეთმაც არ შეაქციოს ზურგი რუსეთს.

 

ნავთობი... ყაზახეთ-რუსეთის პროექტი... მილებმა უნდა გაიაროს რუსეთზე... მაგრამ, ვხედავ, რომ მომავალში ენერგორესურსების მილების საქართველოზე გაყვანა ყველაზე მომგებიანია.

 

რუსეთის მიერ ენერგორესურსების მიწოდებას ევროპისთვის თვითონ ევროპა ეჭვის თვალით უყურებს, რადგან რუსეთს აღარ ენდობა და არც აზრის შეცვლა სურს. აქ ევროპას, ვხედავ, სერიოზული წინადადება აქვს ყაზახეთის პრეზიდენტთან, რომელიც ევროპის მიმართულებით მაინცდამაინც დაინტერესებული არ არის. ვხედავ, ევროპული დემოკრატია ძველ პრეზიდენტს არ მოსწონს, მაგრამ გრძნობს იმასაც, რომ „ესენგეს“ დიდი დღე არ უწერია, რომ „ესენგეც“ დაიშლება, როგორც რუსეთი (დიახ, რუსეთი აუცილებლად დაიშლება!).

 

ასე რომ, ყაზახეთის პრეზიდენტს დიდი თამაში მოუწევს.

მაგრამ ყაზახეთში, ვხედავ, მოულოდნელად იცვლება მთავრობა, რომელიც უფრო ევროპისკენ იყურება და ფიქრობს, რომ დროა, აღარ ეშინოდეთ რუსეთისა. ყაზახეთს რუსეთთან, ეკონომიკაა ეს თუ სხვა რამ, აკავშირებს შიშის ფაქტორი. მაგალითები კი იმისა, რაც რუსებმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს გაუკეთეს, იცოცხლეთ, უამრავი აქვთ. ეს კარგად იცის ძველმა კომუნისტმა ნაზარბაევმა და ფრთხილობს, არ გააღიზიანოს რუსული დათვი. თუმცა ისიც ისევე აზროვნებს, როგორც რუსები.

 

მოკლედ ახალი მთავრობა დიდ სიურპრიზებს მოუწყობს რუსეთს. მინდა აღვნიშნო: ევროპა მაშინ დათანხმდება მიიღოს რუსულ-ყაზახური გაზი, ანუ ენერგორესურსები, თუ მათ პარალელურად ექნებათ მყარი ალტერნატივა. ეს კი კავკასიაზე, ანუ საქართველოზე გამავალი მილებია. ეს არის ევროპისთვის უტყუარი, სანდო ალტერნატივა. ვხედავ, რომ ეს ასეც მოხდება. ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო — აი ის რეალური გზა, საიდანაც ევროპა მიიღებს ენერგორესურსებს.

 

დიდ ბრძოლებს მართავს რუსეთი, მაგრამ არაფერი გამოუვა. აქ ამერიკაა ჩართული, ვხედავ, და ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ.

ვხედავ, აზიის ყველა ენერგორესურსი გაივლის კავკასიაზე — მხოლოდ საქართველოს „აბრეშუმის გზით“. ეს ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე. ვხედავ, რა თქმა უნდა, ირანი ყველაზე მეტად იაქტიურებს, რომ ევროპაზე მხოლოდ საქართველოზე გავლით გავიდნენ, ვინაიდან ეს ყველაზე მოკლე და მოგებიანი გზაა ირანისთვის.

 

ვხედავ, რუსეთი ნელ-ნელა კარგავს ძალას აზიაშიც. მეტი ნაწილი დღეს უკვე დაკარგულიც აქვს.

ყაზახეთის ახალი მთავრობა აბსოლუტურად შეცვლის (ასე იტყვიან) ქვეყნის ძველ სტილს, რომელიც ისევ კომუნისტურად იმართებოდა და ბევრი რამ ქვეყნის სასიკეთოდ არ კეთდებოდა (ისინი ასე მიიჩნევენ). და ვხედავ, ერთ დროს რუსეთის დიდი მეგობარი ყაზახეთი რუსეთს აუცილებლად დაუპირისპირდება და [თავისას] მოითხოვს რუსეთისგან — შეეხება ეს კონომიკასა თუ საზღვრებს.

დაიმახსოვრეთ: საზღვრები დიდ, საკამათო დიალოგებს გამოიწვევს. თითქმის ომამდე მიდიან. რუსეთი ხომ გაწაფულია ომებში, უბრალოდ, ბოლო დროს აგებენ. ეს ასრულდება ასი პროცენტით.

 

2011 წელი, 10 იანვარი

ვხედავ, მომავალში მოსკოვში იქმნება კავკასიელების, უზბეკებისა და ყაზახების ფარული დაჯგუფებები, მსგავსი რუსი სკინჰედებისა.

თუმცა მათ შორის სხვაობა ისაა, რომ ჩინგიზ ყაენის შთამომავლები გაჰყვირიან, რუსეთის ტერიტორია — ეს ყაზახების ტერიტორიაა; რომ რუსებმა მათი მიწები დაიპყრეს და ახლა ისინი იბრძოლებენ მისთვის. ეს იქნება ძალიან საშიში პერიოდი.

 

გაიმართება დიდი, ხელჩართული ბრძოლები. რუსეთის მთავრობა ძალისმიერ მეთოდებს გამოიყენებს. ნამდვილი ომი გაჩაღდება შუა დედაქალაქში.

 

სრულდება წარსულში ნაწინასწარმეტყველები, რომ მუსლიმები მოსკოვში შეუცვივდებიან რუსებს. ისინი მოაწყობენ ტერორებს, ააფეთქებენ ყველაფერს, ირბენენ ტრაფარეტებით: „რუსებო, გაეთრიეთ დიდი ჩინგიზ ყაენის სამშობლოდან. ეს ჩვენი მიწებია!“

დადგება დრო, როცა უკვე რუსებს ეშინიათ ქუჩაში გამოსვლისა. და რაც მთავარია: თვითონ რუსული პოლიცია სკინჰედების როლს ითამაშებს, გაასწრებენ კიდევაც მათ. აქ ჯარიც იქნება ჩართული. რასაც ვხედავ, ძალზე მძიმე საყურებელია.

 

მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად იქნება მცდელობა კრემლის გადაწვისა. ააფეთქებენ კრემლის ერთ კედელს. ამაზე მთელი რუსეთი გაგიჟდება და დაიწყება საშინელი დაპირისპირებები. ეს ფაქტი ააფორიაქებს სხვა სახელმწიფოებსაც — ევროპას. მაგრამ ამერიკა კი სიამოვნებით ადევნებს თვალ-ყურს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ვითომ მიუსამძიმრებს შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ არ დაიჯეროთ. ეს ყველაფერი ამერიკის პოლიტიკაზე, მის წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავს, რადგან რუსეთს საგარეო პოლიტიკისთვის ისე აღარ სცალია.

 

თუმცა, ფრთხილად! ვინაიდან განრისხებულ და ჭკუაგადაკეტილ დათვს — რუსულ დათვს — მერე ვეღარაფერი შეაჩერებს. დემოკრატიასაც და მშვიდობასაც მიაფურთხებს და იწყება ნამდვილი ბრძოლები. ეს მეორე მსოფლიო ომზე უარესია. დაერევიან ჩინგიზ ყაენის შთამომავლებს და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მუსრს გაავლებენ მათ.

 

რუსების ლოზუნგი ასეთი იქნება: „ჩვენ მოსკოვს კი არა, მთელ რუსეთს ვასუფთავებთ!“ არც ევროპისა და არც ამერიკის მოწოდებები, ვხედავ, რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს.

 

მომავალში მოსკოვში ვეღარ შეხვდებით მრავალ უცხოელს, განსაკუთრებით ყაზახებს, უზბეკებსა და ა.შ. არც ის აინტერესებთ რუსებს, თუ მეგობარი სახელმწიფოები განაწყენდებიან. პირიქით, თითს დაუქნევენ და ყველას, ასე ვთქვათ, თავის ადგილს მიუჩენენ; ანუ ძალიან მკაცრ პოლიტიკას გაატარებენ!

 

ისე, ჩინგიზ-ყაენის შთამომავლები რუსულ მიწაზე, რომელსაც თავისად მიიჩნევენ, მომრავლდენ და ძლიერი ფესვები გაიდგეს. იაფი მუშახელი სერიოზულ ძალად გადაიქცა. ესეც დიდი პოლიტიკის ნაწილია? ამას შევაფასებდი, როგორც რუსეთის მიერ საკუთარი მიწების ხელმეორედ დაპყრობას.

 

2011 წელი, 5 მარტი.

საინტერესო ფაქტს ვხედავ: შავ ზღვაში შემოდიან ამერიკული სამხედრო გემები. ისინი საქართველოს წ####ბში გაჩერდებიან. ეს ძალზე სერიოზული ფაქტი იქნება. ამერიკა რუსეთს არ ენდობა. რუსეთი თვითონ იძირება და საქართველოს ჩაძირვაც სურს. ეს საშიშროება ნამდვილად დადგება, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მათი ყველა გეგმა ჩაშლილია.

 

საქართველო კი არა, ჩრდილოეთ კავკასიას ვერ უმკლავდება. ასევე ყირგიზეთი, ყაზახეთი და სხვა ქვეყნები „ესენგესი“, პირდაპირ უნდობლობას უცხადებენ რუსებს. ყველგან ომები, ანუ, ასე ვთქვათ, რევოლუციებია ვარდების, იების, იასამნების, ჟასმინებისა და ასე შემდეგ. ზოგი სახელმწიფო, ვხედავ, დემოკრატიის გზას დაადგება, ზოგი — არა. და ეს იქნება მსოფლიოს თავის ტკივილი. აი ნახავთ!

 

2012 წელი, 21 მარტი

კიდევ ვიმეორებ: რასაც ფიქრობს რუსეთის მთავრობა, რომ ერთი დარტყმით მოსპონ ტერორისტების ბუდე ჩრდილოეთ კავკასიაში, დიდი კრახით, მარცხით დამთავრდება.

 

ასევე ყირგიზეთსა და ყაზახეთში ვხედავ იგივეს — დიდ შეჯახებას. ამას ომი ჰქვია! რუსული პოლიტიკა კი არ ლაგდება, პირიქით ძალიან აირევა.

 

რუსეთი ძალიან საშიშია. გაფრთხილებთ! იგი დაჭრილი დათვია დღეს, რომელიც ვერ ითამაშებს ჭკვიანურ პოლიტიკას. მათი პოლიტიკა ერთია: დაგეტაკოს და დაგგლიჯოს. არა აქვთ ომის თავი, მაგრამ ომზე ფიქრობენ; მზად არ არიან საერთაშორისო სარბიელზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მაინც გამოდიან და დედას იგინებიან ყოველგვარი პოლიტიკური, დიპლომატიური მიდგომების გარეშე. ისინი საკითხს სვამენ პირდაპირ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე: ან ისე, ან ასე! ხოლო მათ, ვინც აუმხედრდება, უკან არ იხევენ და ომს უწყებენ. ასე იქნება ჩრდილოეთ კავკასიაში, ასე მოხდება ყაზახებთან და უზბეკებთან. ისე, არც აზერბაიჯანს დაინდობენ. ყველას ომს უცხადებენ.

 

2012 წელი, 16 მაისი

რუსეთს თვალი უჭირავთ ყაზახეთზე და ცოცხალი თავით არ თმობს. ისინი ამ სახელმწიფოს, როგორც საკუთარ საზღვრებში მყოფ ქვეყანას ისე უყურებენ, მაგალითად, როგორც დაღესტანს, ჩეჩნეთს და ა.შ. ასე რომ, მომავალში დიდი ამბები ელის რუსეთს ყაზახეთთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ყაზახეთი მაინც დააღწევს თავს რუსეთს. ყველა მცდელობა, კიდევ ვიმეორებ, რუსეთისა, სახელმწიფოების შეერთებისა, დამთავრდება რუსული პოლიტიკის მარცხით.

 

2013 წელი, 13 მაისი

ამერიკის დიდ ინტერესებში ახლო აღმოსავლეთზე მეტად შუა აზია შედის: ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ა.შ. მათ უდიდესი გეგმები აქვთ და ამ გეგმების სისრულეში მოსაყვანად, როგორც სატრანზიტო გზა, საქართველო სჭირდებათ. აქ საუბარია ნავთობზე, სამხედრო ბაზებზე და სხვა პოლიტიკურ ინტერესებზე.

 

2013 წელი, 29 სექტემბერი

რაც შეეხებათ შუა აზიის ქვეყნებს, ისინი ხმამაღლა განაცხადებენ, რომ არავითარი სურვილი არ აქვთ რუსეთთან თანამშრომლობისა. ყაზახეთი, უზბეკეთი და სხვა რესპუბლიკები უარს იტყვიან ევრაზიულ კავშირზე. ეს იქნება რუსული პოლიტიკის დიდი მარცხი შუა აზიაში და იქ ამერიკული პოლიტიკის დიდი გამარჯვება.

 

7 დეკემბერი, 2014 წელი

შუა აზიის სახელმწიფოებს: ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და სხვ. – ერთი სული აქვთ, ჩამოსცილდნენ რუსეთს და ამიტომ არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება მათ წისქვილზე ასხამს წყალს. დიდი სიურპრიზები ელით რუსებს. არც მეტი, არც ნაკლები, აზიური სახელმწიფოები ომს გამოუცხადებენ რუსეთს. ეს ევრო-ამერიკული პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიცაა აზიური ენერგორესურსების ერთ ჯამში მოქცევა.

 

2014 წელი, 13 დეკემბერი, 20 საათი და 30 წუთი

რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს აზერბაიჯანზე, ჩაერიოს უფრო ღრმად აზერბაიჯანულ პოლიტიკაში და სერიოზული პლაცდარმი მოიწყოს ამიერკავკასიაში. ეს გამოიწვევს შუა აზიის ქვეყნების: ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის უკმაყოფილებას.

 

კრემლს ძალიან სერიოზული გეგმები აქვს და რუსები ნებისმიერ ფასად მოინდომებენ მათ განხორციელებას. მაგრამ სიტუაციაში დიდი ენერგიით ჩაერთვება ამერიკის შეერთებული შტატები და ხელს შეუშლის რუსების ჩანაფიქრებს. ამ ჩანაფიქრებში კი კრემლს სამხედრო სტრატეგია აქვს მოაზრებული, რომ რუსული ბაზები დააარსოს აზერბაიჯანში.

ამონარიდი ინტერვიუდან

 

გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №63

მე ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ შუა აზიის ხალხები დიდ პრობლემებს შეუქმნიდნენ რუსეთს… ახლა კი ვამატებ და ვამბობ: ყირგიზები, ყაზახები და შუა აზიის სხვა ხალხები გაერთიანდებიან და დაუპირისპირდებიან რუსეთს. აქ ომები გარდაუვალი იქნება. რუსეთი სერიოზულად იბრძოლებს ამ ქვეყნების შესანარჩუნებლად, ვინაიდან იქ იმაზე მეტი და დიდი ინტერესები აქვს, ვიდრე ერთი სამხედრო ბაზაა — ნავთობი, გაზი და ა.შ.

 

ამონარიდი ინტერვიუდან: გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №77

— ქალბატონო ლელა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთმა რუსული საბაჟო კავშირიდან გასვლის კამპანია დაიწყო. ასევე ქვეყანაში გაისმის ევრაზიის კავშირში შესვლის საწინააღმდეგო მოწოდებებიც...

 

— ესე იგი, წინასწარმეტყველება ძალაში შევიდა. მკითხველმა იცის, რომ ესეც ნაწინასწარმეტყველები მქონდა და ისიც, რომ რუსეთს ყაზახეთთან ომი მოუწევს. ეს ჯერ კიდევ 1992 წლის 22 მარტს ჩავწერე: „ყაზახეთში დიდი არეულობა იწყება... ირღვევა რუსეთთან კონტაქტი, დიდი ომი, სისხლისღვრა“.

 

მაგრამ რუსეთი იქაც წააგებს, როგორც სხვა ბევრგან. 1996 წლის 20 ივნისის წინასწარმეტყველებაში დავწერე: „რუსეთი ყაზახეთში, უზბეკეთში და ა.შ. — ყველგან აურევს, იმიტომ რომ სურს შეინარჩუნოს ძალაუფლება ცეცხლითა და მახვილით. ჩავარდნებს ვხედავ. არაფერი გამოუვა“.

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...