planeta.ge Posted January 10, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2022 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უენდი შერმანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს ჟენევაში შეხვდა.შეხვედრაზე შერმანმა და რიაბკოვმა იმ ორმხრივ საკითხებზე ისაუბრეს, რასაც მხარეები 10 იანვარს, სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის საგანგებო შეხვედრის დროს განიხილავენ.დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დაადასტურა, რომ შტატები მიესალმება დიპლომატიური გზით პროგრესის მიღწევას, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ აშშ ევროპის უსაფრთხოებას ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე არ განიხილავს.„სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრეს ორმხრივ საკითხებზე, რომლებსაც ორივე მხარე 10 იანვარს სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის რიგგარეშე შეხვედრაზე განიხილავს. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო პრინციპების მიმართ და ასევე სუვერენული ქვეყნების თავისუფლების მიმართ, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები,“- აღნიშნულია ინფორმაციაში. The post სახელმწიფო მდივნის მოადგილე – აშშ მხარს უჭერს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.