planeta.ge Posted January 9, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2022 „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ კვლევას „საქართველში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე“ „ქართული ოცნება“ გამოეხმაურა. მმართველმა პარტიამ მსგავსი ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელება თემით მანიპულაციის მცდელობად შეაფასა.„რეალობა ის არის რომ ეს არის 2020 წლის კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა გასული წლის 3 მარტს. ერთი ქულით იყო საქართველოს რეიტინგი დაწეული და დაიწერა რატომ. 2020 მსოფლიო პანდემიის გამო საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, იყო გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც შეეხოთ მოქალაქეებს. ამის თემის ახლა წამოწევა, თითქოს რაღაც ახალი რეიტინგი დაფიქსირდა, რაც გუშინ მოხდა „ამერიკის ხმის“ მხრიდან ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელია. სწორედ ამიტომ მოუწიათ დღეს ბოდიშის მოხდა. სხვა დროსაც, როდესაც ასეთ არაადეკვატურ და არაგულწრფელ დამოკიდებულებას გაჟღერდება მედიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ნებისმიერ ორგანიზაცის მოუწევს ბოდიშის მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.„საქართველოში დემოკრატიული მაჩვენებლები გაუარესდა“ – ამ სათაურით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ ამერიკის ხმა მკითხველს ბოდიშს უხდის. სტატია, რომელიც „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს ეყრდნობა დღეს უკვე შესწორებით იწყება და მასში ნათქვამია, რომ „ სტატია ეფუძნება „ფრიდომ ჰაუსის” 2021 წლის ანგარიშს, რომელიც 2020 წელს აფასებს და შესაბამისად, სიახლეს არ წარმოადგენს“. „ამერიკის ხმის“ რედაქცია ბოდიშს უხდის მკითხველს დაშვებული შეცდომისთვის.The post ირაკლი ზარქუა:”რაც გუშინ მოხდა „ამერიკის ხმის“ მხრიდან ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელია!!!” appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts