Jump to content
Planeta.Ge

10-12 იანვრის ამინდის პროგნოზი – წვიმა, თოვა და ყინვა


Recommended Posts

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მომდევნო 3 დღის განმავლობაში უმეტესად წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ხვალ ღამით -2°-მდე დაეცემა, დღისით +14°-მდე გაიზრდება. სამშაბათს, 11 იანვარს – ღამე ტემპერატურა -1°-მდე ჩამოვა, ხოლო დღისით +15°-მდე დათბება. ხოლო ოთხშაბათს, 12 იანვარს ღამით ჰაერის ტემპერატურა -1°- იქნება, დღისით კი +14°.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებს, მთიან რაიონებში მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ზოგან იწვიმებს, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში კი მოთოვს. მთიან რეგიონებში ხვალ ღამე მინიმალური ტემპერატურა ზოგან -9°-მდე დაეცემა, ხოლო სამშაბათს დღისით ზოგიერთ რაიონში +12°-მდე დათბება. მაღალმთიან რეგიონებში მომდევნო სამი დღის განმავლობაში მინიმალური ტემპერატურა ზოგან -9° იქნება, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა ზოგიერთ რაიონში +6°.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ბარში ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მომდევნო 3 დღის განმავლობაში ღამე მინიმალური ტემპერატურა ზოგან +6°-მდე დაეცემა, ხოლო დღის ზოგიერთ რაიონში +20°-მდე გაიზრდება.

ხოლო დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ძირითადად წვიმა, ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში კი მოთოვს. მთიანი რეგიონის ზოგ რეგიონში მინიმალური ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა, ხოლო ზოგიერთ რეგიონში +13°-მდე დათბება. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, აქ ყველაზე დაბალი ტემპერატურა ღამე -8°-ია მოსალოდნელი, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +9°-მდე გაიზრდება.

The post 10-12 იანვრის ამინდის პროგნოზი – წვიმა, თოვა და ყინვა appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...