Jump to content
Planeta.Ge

„დღიური სტატისტიკა 20 ათასს მიუახლოვდება“ – „ომიკრონის” შემთხვევები საქართველოში უკვე 900-მდე გაიზარდა


Recommended Posts

“ომიკრონის” შემთხვევები საქართველოში უკვე 900-მდე გაიზარდა.

როგორც “კურიერმა” გაარკვია, მონაცემები დღის ბოლოს შეიცვალა და ქვეყანაში ახალი შტამის 300 ახალი შემთხვევაა.

ექიმებისთვის იმედის მომცემი “ომიკრონ” ინფიცირებულებს შორის ნაკლები ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლია. დღემდე გამოვლენილი შემთხვევებიდან სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ 8 მკურნალობდა. კლინიკებში დატვირთვა არ იზრდება, თუმცა მიმართვიანობა მომატებულია ამბულატორიულ და ლაბორატორიულ დაწესებულებებზე. სპეციალისტები მაინც სიფრთხილის ზომების მიღების აუცილებლობასა და ყველანაირი სცენარისთვის მზადყოფნაზე საუბრობენ.

ექიმების პროგნოზი დაანონსებულზე ადრე გამართლდა. მომდევნო კვირაში სტატისტიკური მონაცემების რეკორდულ ზრდას ელოდებიან. აანონსებენ ლაბორატორიული შემთხვევების ისეთ მატებას, რომელიც ჯერ არ ყოფილა. დღიური სტატისტიკა 20 ათასს მიუახლოვდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, კლინიკური სექტორისთვის, ჯანდაცვის პირველადი რგოლის მზადყოფნაა. ექიმების რეკომენდაციაა, ერთიანად კოვიდცენტრების დატვირთვა არ მოხდეს და პაციენტების შეფასება დროული და სათანადო იყოს. ინფიცირებულთა ნაკადის გაზრდის შემთხვევაში კი, დაავადების მართვის პრობლემებზე საუბრობენ.

The post „დღიური სტატისტიკა 20 ათასს მიუახლოვდება“ – „ომიკრონის” შემთხვევები საქართველოში უკვე 900-მდე გაიზარდა appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...