planeta.ge Posted January 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2022 იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს კორონავირუსითა და გრიპის ვირუსით ერთდროული ინფიცირება.ჩხაიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ცალკე აღებულ გრიპის ვირუსსა და კორონავირუსს მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, მათი თანხვედრაც მძიმე დაავადებას იწვევს.„ერთდროულად ორი ვირუსის არსებობის შესახებ ჯანმო ჯერ კიდევ სექტემბერში გვაფრთხილებდა. ტერმინიც იყო შემოღებული, ტვინდემია, რომელიც ასახავდა კორონავირუსისა და გრიპის შემთხვევების მატების რაოდენობას ქვეყანაში. საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ გრიპის ვირუსის მატება არ გვაქვს, მაგრამ შესაძლებლობა, რომ ორივე ვირუსი ერთდროულად დაემართოს ადამიანს, ნამდვილად არსებობს, ამისთვისაც ტერმინია შემოღებულია ფლურონა, რომელიც ნიშნავს, ორივე ვირუსის ერთად არსებობას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს დაავადების მიმდინარეობის უფრო მეტ სიმძიმეს, რადგან ორივე ვირუსის ცალ-ცალკეც რისკის შემცველია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.The post რამდენად მძიმეა ტვინდემია – ივანე ჩხაიძის განმარტება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts