planeta.ge Posted January 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2022 სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში „მომაკვდინებელი ნარკოტიკი ფენტანილი“ ისევ გამოჩნდა.სოციალურ ქსელში მოქალაქეები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ არ მიიღონ MDMA და მასთან მიახლოებული ჯგუფის (ემპათოგენები, განსაკუთრებით მეფედრონი) ნარკოტიკული ნივთიერებები.„არ გაურიოთ უცნობი პრეკურსორი ალკოჰოლში, ან სხვა ბენზოს ჯგუფის ნივთიერებაში! ფენტანილი იწვევს სუნთქვის შენელებას და საბოლოოდ კომას!ჩვენ არ გვრჩება სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, ვივარაუდოთ, მარაგი განგებ არის დაბინძურებული საკლუბო სივრცის დისკრედიტაციისა და ერთობაში მყოფი ინდივიდების განადგურებისათვის!შსს-ს სურს 2018 წლის სცენარის გამეორება, პროპაგანდით და იარლიყების მიწებებით საკლუბო სივრცის სრული განადგურება და ათასობით ადამიანისათვის შთაგონების, ტოლერანტობის და შვების პლატფორმის განადგურება!მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმ დრაკონული ნარკოპოლიტიკისათვის, რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დროიდან გვაქვს და შავ ჩრდილად დასდევს მთელს საზოგადოებას!“, – წერია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.შეგახსენებთ, რომ ფენტანილი არის ძლიერი სინთეზური ოპიოიდი, რომელიც მორფინის მსგავსია, მაგრამ მასზე 50-დან 100-ჯერ უფრო ძლიერია.The post „მომაკვდინებელი ნარკოტიკი, ფენტანილი ღამის კლუბებში ისევ გამოჩნდა!“ – ვრცელდება საგაგებო განცხადება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts