Jump to content
Planeta.Ge

tia ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ დასკვნა უკანა რიცხვით მოამზადა - ნოდარ მელაძე


Recommended Posts

1566301874_1566301653486792.jpg

"ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტის კომენტარს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეხმაურება. ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ანგარიშვალდებული იყო დამკვეთის, "ტვ პირველის" მიმართ, რომ დასკვნა მისთვის ეცნობებინა. ნოდარ მელაძე ეჭვობს, რომ დასკვნა ხელისუფლებამ უკანა რიცხვით მას შემდეგ გააფორმა, რაც UNESCO-მ ალექსანდრე ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

 

"ძალიან უცნაურია და ვწუხვარ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბურუსით მოცულ 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნის "გაპრავებაში" ჩაერთო ჩვენი ტელევიზიის მიერ დაქირავებული ექსპერტი. ბატონი ალექსანდრე გეჯაძე ამ საქმეში მონაწილეობისთვის დაიქირავა "ტვ პირველმა", მას უნდა ეცნობებინა "ტვ პირველისთვის", რომ ჯერ კიდევ 30 დეკემბერს ხელი მოაწერა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და რომ საბოლოო დასკვნა უკვე მზად იყო, რაც ბატონმა გეჯაძემ არ გააკეთა.

 

7 რიცხვში სამთავრობო მედიისგან გავიგეთ, რომ თურმე არსებობს სამხარაულის ბიუროს მომზადებული ე.წ. დასკვნა. ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ხელისუფლებამ ეს დასკვნა სასწრაფო წესით უკანა რიცხვით მოამზადა მას შემდეგ რაც უნესკომ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში ოფიციალურად შეიყვანა", - ამბობს ნოდარ მელაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე სამხარაულის ექპსერტიზის დასკვნა ისე გასაჯაროვდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის და ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის სამთავრობო მედიისგან გახდა ცნობილი. დასკვნა ექსპერტის მიერ 30 დეკემბერსაა ხელმოწერილი, თუმცა მისი არსბეობის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც UNESCO-მ ალექსანდრე ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...