Jump to content
Planeta.Ge

tia "გაიხსნა ქურთუკის ღილები, ამოიღო დიდი ხანჯალი" - ყოფილი სიმამრის დაჭრის ფაქტზე სიდედრი ალაპარაკდა


Recommended Posts

1641650237_787878.jpg

ახალი დეტალებია ცნობილი გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით. თვითმხილველების თქმით, 35 წლის მამაკაცმა ყოფილი სიმამრი კისრის არეში 4 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით დაჭრა. დაჭრილ 63 წლის მამაკაცს ოპერაცია გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსში” უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

როგორც დაჭრილი 63 წლის მამაკაცის მეუღლე, დალი საჩეჩელაშვილი “რუსთავი 2-თან” აცხადებს, ყოფილმა სიძემ დანაშაულის იარაღად ხანჯალი გამოიყენა.

 

​მისივე თქმით, ყოფილ სიძესთან კონფლიქტი ბავშვების საკითხზე ჰქონდათ, რადგან მამას ბავშვების წაყვანა უნდოდა, თავად კი ამის საშუალებას არ აძლევდნენ.

 

„პირუჩუმრად მოვიდა, დალია ერთი ბოთლი ლუდი. ნასვამ მდგომარეობაში იყო. შემოიპარა, გააღო კარი, მე ვიჯექი სავარძელში, ჩემი მეუღლე დივანზე იწვა, ვუყურებდით ტელევიზორს. ბავშვები თავის ოთახში იყვნენ, საწოლში, არ ეძინათ. გახსნა ქურთუკის ღილები, ამოიღო დიდი ხანჯალი და დაარტყა.

 

თვითონ ვეღარ ამოაძრო, შეიძლება ჩემთვისაც დაერტყა შემდეგ, არ ვიცი. არ ვუშვებდით სახლში, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ჩემს მეუღლეს და შვილს,” - აცხადებს დაჭრილის მეუღლე.

 

სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

წყარო - pt.ge

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...