Jump to content
Planeta.Ge

tia "მედიცინის კანონებით ახლა მკვდარი უნდა ვყოფილიყავი” – რა სასწაული მოხდა მამა ილიას ცხოვრებაში


Recommended Posts

1641649916_img_8550-1024x683.jpg

არქიმანდიტრ ილია ნასიძე იმ სასწაულის შესახებ ყვება, რაც თავს გადახდა:

 

,,ეს ამბავი 2004 წელს მოხდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო დიაგნოსტიკისათვის მივაკითხე ფრიდონ თოდუას კლინიკას, სადაც დამიდგინდა დიდი ზომის მალფორმაცია თავის ტვინში. აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა ეს არ იყო იოლი გადასაწყვეტი, რადგან მსგავსი დიაგნოზის დროს ოპერაციული ჩარევის პრაქტიკა საქართველოში იმ დროს არ იყო.

 

იმ მცირე ჩამონათვალის ქვეყნებიდან, სადაც მსგავსი ოპერაცია კეთდდებოდა, ამოვარჩიეთ უკრაინა, კიევის კლინიკა. გარდა იმისა, რომ ფინანსური მხარეც გავითვალისწინეთ, კიდევ ერთი მთავარი მიზეზი ჩემთვის გახლდათ ის რომ,კიევი ღვთისმშობლის წილხვედრია და არჩევანიც სწორედ ამის მიხედვით გავაკეთე.

 

ქართველი ექიმებისგან ვიცოდი, რომ პრაქტიკული გამოცდილება იმდენად მცირე იყო, რომ ადვილი არ იქნებოდა ამ მიმართულებით გამოცდილ ექიმთა მოძიება, თუმცა ასეთი აღმოჩნდა კიევში მოღვაწე დოქტორი შჩეგლოვი და მისი ვაჟი… ოპერაციის შემდეგ, ცხადია, მე ნაკლებად ვიყავი ინფორმირებული, პროფესორებს ახლობლები თბილისიდან უკავშირდებოდნენ და სწორედ მათი მონათხრობით ოპერაციის შემდგომი შედეგები ასეთი იყო:

ახლობლების მონათხრობი: „იმ დროს, როცა ოპერაციაზე შეიყვანეს, აქ ფსალმუნების კითხვა დაიწყო მრევლმა და უწყვეტად მთელი ოპერაციის განმავლობაში იკითხებოდა… მხოლოდ 72 საათის შემდეგ გაისმა ზარი კიევიდან. პროფესორი შჩეგლოვი გვატყობინებდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოცილდა პაციენტს, არც დაკავშირების საშუალება ჰქონდა და არც საიმედო სათქმელი.გვითხრა, რომ მედიცინის არანაირი კანონებით პაციენტი ახლა ცოცხალი არ უნდა ყოფილიყო. ოპერაციისას მალფორმაციის მთლიანობა დაირღვა და მოხდა ტოტალური სისხლჩაქცევა ღეროში. ზურგის ტვინიდან ახდენდნენ სისხლის ამოღებას შპრიცებით, მაგრამ იმდენად დიდი იყო დაზიანება, და ეს ისეთი პროცესია, გამორიცხული იყო, სისხლი მთლიანად გაწოვილიყო და ეს ასეც რომ მომხდარიყო, ეს ყველაფერი ისე ალაგებულიყო, რომ არ დაეტოვა მძიმე უარყოფითი შედეგები, ყოვლად შეუძლებელი იყო.

 

პროფესორი ვერ ხსნიდა იმ ფაქტს, რომ არა მხოლოდ გადარჩა პაციენტი, არამედ მოხდა უკუქცევა და არ დარჩა არც ერთი სიმპტომი… ექიმებმა არ ვიცით, როგორ გადარჩა და ის ფაქტი, რომ ცოცხალია, ჩვენთვის სრულ საოცრებას წარმოადგენს. მადლობა ღმერთს უთხარით, რომ გადარჩა!”

 

დაახლოებით რვა თვის შემდეგ ისევ მომიწია მეორე ოპერაციის გაკეთება. ამერიკელი ებრაელი დოქტორი მაიმონი, რომელსაც ხუთასამდე მსგავსი ტიპის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, გაოცებული იყო არსებული მდგომარეობით. მე რომ ცოცხალი ვიყავი, მათთვის უკვე სასწაული იყო. წინა ოპერაციის შემდგომი რადიოლოგიური კვლევების მიხედვით საერთოდ გადაეწურათ იმედი… მეგობრებმა სასწრაფოდ დაურეკეს უწმინდესს. პატრიარქმა უთხრა: ,,გააკეთეთ ისე, როგორც ექიმები გირჩევენ”. საოპერაციოში შესვლამდე დამირეკა და მესმის მისი მამობრივი ხმა: ,,გააკეთე ისე როგორც ექიმები გირჩევენ”…

 

უმწეო მდგომარეობით შესული, საოპერაციოდან გამოვედი სხვა ადამიანი… ექიმებმა თქვეს: ,,სისხლის მიმოქცევის მთელი სისტემა შეიცვალა თავის ტვინში და უდიდეს უბანზე გადაკეთდა და ჩამოყალუბდა ახლებურად. ჩვენთვის აუხსნელად ცოცხალი გადარჩა!“

 

ექიმები ვერ უძებნიან ახსნას, მე კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემს სიცოცხლეს დედა ღვთისმშობელი შეეწია, ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევა შემეწია… მე ღვთისმშობლის მიერ სიცოცხლე ბოძებული ვარ და მადლობა ამისათვის დედა ღვთისმშობელს”.

 

 

წყარო - "სარკე"

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...