planeta.ge Posted January 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2022 ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 25 წლის მაგდა ხარაიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, მისმა ახლობლებმა დაადასტურეს. გოგონას ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში, თითქმის ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. ექიმებმა მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღე, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან, 28 დეკემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად, მაგდა ხარაიშვილმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts