Jump to content
Planeta.Ge

“ქალაქში მომაკვდინებელი ნარკოტიკი, ფენტანილი ისევ გამოჩნდა!” – მოქალაქეები ერთმანეთს აფრთხილებენ


Recommended Posts

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში “მომაკვდინებელი ნარკოტიკი ფენტანილი” ისევ გამოჩნდა. ფენტანილი არის ძლიერი სინთეზური ოპიოიდი, რომელიც მორფინის მსგავსია, მაგრამ მასზე 50-დან 100-ჯერ უფრო ძლიერია.

მოქალაქეები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ არ მიიღონ MDMA და მასთან მიახლოებული ჯგუფის (ემპათოგენები, განსაკუთრებით მეფედრონი) ნარკოტიკული ნივთიერებები.

“არ გაურიოთ უცნობი პრეკურსორი ალკოჰოლში, ან სხვა ბენზოს ჯგუფის ნივთიერებაში! ფენტანილი იწვევს სუნთქვის შენელებას და საბოლოოდ კომას!

ჩვენ არ გვრჩება სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, ვივარაუდოთ, მარაგი განგებ არის დაბინძურებული საკლუბო სივრცის დისკრედიტაციისა და ერთობაში მყოფი ინდივიდების განადგურებისათვის!

შსს-ს სურს 2018 წლის სცენარის გამეორება, პროპაგანდით და იარლიყების მიწებებით საკლუბო სივრცის სრული განადგურება და ათასობით ადამიანისათვის შთაგონების, ტოლერანტობის და შვების პლატფორმის განადგურება!

მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმ დრაკონული ნარკოპოლიტიკისათვის, რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დროიდან გვაქვს და შავ ჩრდილად დასდევს მთელს საზოგადოებას!”, – წერია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს კლუბები “ბასიანსა” და “კაფე გალერეაში” სპეცრაზმი შევიდა. შსს-მ მაშინ განმარტა, რომ სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ჩაატარეს. მომხდარს მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

The post “ქალაქში მომაკვდინებელი ნარკოტიკი, ფენტანილი ისევ გამოჩნდა!” – მოქალაქეები ერთმანეთს აფრთხილებენ appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...