planeta.ge Posted January 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2022 სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი კიკონიშვილი დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისს ეხმაურება და წერს: „წულუკიანის მეჯლისი” დადიანების სასახლეში… ასეთი აღვირახსნილობა მართლა იშვიათად მინახავს, ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის ყველაზე მდიდარი კლანი შეიკრიბა, თვითონ ცეკვავენ, თვითონ მღერიან, ფულსაც თვითონ იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დამშეულ ერს, რომლის დიდ ნაწილსაც საახალწლო სუფრაზე ალბათ გოზინაყიც კი არ ედო, ამ მასკარადს აყურებინებენ. პური არაა, მაგრამ თვითონ სანახაობის პროფანაცია, არის. ვუყურებ და თან ნერვები მეშლება, თან მეცინება, იმდენად კომიკურია მათი ტყლარწვა, როგორ სულმოუთმენლად უნდათ, რომ ერთი დღით მაინც მეფის კარზე იცხოვრონ. სიმართლე რომ ითქვას, “მეჯლისი” ერთადერთი იყო, რაც ჩვენს აღვირახსნილ კორუფციულ მონარქიას აკლდა იმისათვის, რომ ზუსტი სურათი გვქონდეს, სად ვცხოვრობთ. აღარც თავს ვიტყუებთ და აღარც თვითონ გვატყუებენ, ამ ნაწილში. “შობას გილოცავთ” მონარქია უნდა დაეცეს!“, – წერს გიორგი კიკონიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts