planeta.ge Posted January 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2022 მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც თავისი ჯანმრთელობის პრობლემებს აცრას უკავშირებს. ,,საქართველოში უმეტესობამ არ იცის, რადგან ეს არ შუქდება: მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ციხეშია ავსტრალიაში. ის უარს აცხადებს აცრის გაკეთებაზე. ჩავიდა ავსტრალიაში დიდი მუზარადის – ავსტრალიის ღია პირველობის სათამაშოდ, დაუშვეს მასზე გამონაკლისი, მონაწილეობის მისაღებად, იმუნური დაავადება აქვს, ისე სპორტსმენებსაც აიძულებენ გაკეთებას. სპორტსმენები უარს ამბობენ აცრის გაკეთებაზე, რადგან ეს საწამლავია და არ უნდათ ჯანმრთელობის შერყევა. სოფიკო, ჩემი და, იმიტომ არ არის შეჯიბრზე, აცრა არ აქვს; პსრ ტესტით კი ყველა ქვეყანაში არ უშვებენ… მოკლედ, როცა ჯოკოვიჩი ჩავიდა ავსტრალიაში, ბრალად დასდეს კანონის დარღვევაში, აცრის გარეშე უკანონოა საზღვრის გადაკვეთაო და ჩასვეს ციხეში… უკეთილესი, უწესიერესი კაცია, მორწმუნე. უჯანმრთელესი. აცრა რადგან არ გაიკეთა და არ ემორჩილება ტერორს, ასე ,,სჯიან”, – წერს იუნა შაფათავა. რაც შეეხება ჯოკოვიჩის გარშემო ატეხილ სკანდალს, ის 5 იანვარს ჩავიდა ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 17 იანვარს დაიწყება. ავსტრალიის მესაზღვრეებმა ჩოგბურთელი აეროპორტში სავიზო შეცდომის გამო დააკავეს, რადგან კოვიდპასპორტი არ გააჩნდა. ჯოკოვიჩის მამა აცხადებს, რომ მის შვილს ჩამოართვეს ტელეფონი, საფულე, ტანსაცმელი: ,,ნოვაკმა და მისმა გუნდმა წარადგინეს ისეთივე დოკუმენტები, როგორიც 25-მა სხვა ჩოგბურთელმა და მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ – მხოლოდ ნოვაკს. მას დასაბანიც არ აქვს, ციხეშია. ჩვენი სიამაყე ამ იდიოტების ტყვეა”. ავსტრალიის ვიცეპრემიერმა განაცხადა: „თუ სათანადოდ არ შეავსო ფორმები, მაშინ ის დასცინის სხვა ერის სუვერენულ ხელისუფლებას. მან უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ღმერთმა მიანიჭა ნიჭი, ეს ნიჭი არ აღემატება სხვა ერების სუვერენულ უფლებებს”, - წერს მსახიობი. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts