planeta.ge Posted January 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2022 უახლესი ისტორიის ერთი გაკვეთილი არის ის, რომ როდესაც რუსები თქვენს სახლში იმყოფებიან, ზოგჯერ ძალიან რთულია ისინი აიძულო წავიდნენ, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.ენტონი ბლინკენი ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაგზავნის საკითხს შეეხო.„რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ჩვენ გვაქვს კითხვები მოთხოვნის ბუნებასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ეს. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ მეტი ამის შესახებ. მეჩვენება, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობა, სათანადოდ გაუმკლავდეს საპროტესტო აქციებს და ისე გააკეთოს ეს, რომ პატივი სცეს მომიტინგეების უფლებებს და ამავდროულად კანონი და წესრიგი დაიცვას. ასე რომ, გაუგებარია, რატომ გრძნობენ ისინი რაიმე გარე დახმარების საჭიროებას. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მეტი გავიგოთ ამის შესახებ“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.ენტონი ბლინკენის ამ სიტყვებს სოციალური ქსელი Telegram-ის არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „თავხედობა“ უწოდა.მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.The post ენტონი ბლინკენის ამ სიტყვებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „თავხედობა“ უწოდა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts