Jump to content
Planeta.Ge

დამნაშავე ჩინოსნების გამოსავლენად ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ მოძრაობას აფუძნებს


Recommended Posts

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შავი სიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უნდა გასაჯაროვდეს იმ ჩინოვნიკების სია, რომლებიც სისსხლის სამართლის დამნაშავეები არიან და ბიუჯეტის ფულს იპარავენ.

სააკაშვილის ინიციატივა მხარდაჭერილ იქნა მისი თანაპარტიელების მიერ. ასეთი ენთუზიაზმი ნაციონალურ მოძრაობას გასულ წელს არ გამოუვლენია, როდესაც შავი სიის შექმნის ინიციატივით ლეიბორისტული პარტია გამოვიდა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერიმა ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვიტა ლაპარაკის ნაცვლად პირდაპირ საქმეზე გადავიდეს. მან ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნა დაანონსა.

წლების წინ ის მონიტორინგის ცენტრ „მედიატორს“ ხელმძღვანელობდა. „მედიატორს“ უამრავი სკანდალური დასკვნა აქვს დადებული. კახა კალაძეს იმდენი სკანდალური საქმეები ამოუქექა „მედიატორმა“, რომ თბილისის მერს საკრებულოში დღემდე ხაბეიშვილის აჩრდილი ეჩვენება. არადა ეს უკანასკნელი ერთ წელზე მეტია პარლამენტში მოღვაწეობს.

_ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო უნდა იყოს იმ კონკრეტული საჯარო მოხელეების ვინაობა, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან, ქურდობენ, მოქალაქეებს ფაქტობრივად სიცოცხლეს პარავენ, რის შემდეგაც, მოქალაქეების დიდ ნაწილს ქვეყნიდან გაქცევა უწევს. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ მოსამართლეების, პროკურორების, საჯარო მოხელეების, თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც ძარცვავენ საქართველოს მოქალაქეებს და კონკრეტულ დანაშაულს ჩადიან. ვაპირებ ანტიკორუფციული მოძრაობის დაფუძნებას, რომელიც იქნება ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იპარავს, _ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

cnews.ge

The post დამნაშავე ჩინოსნების გამოსავლენად ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ მოძრაობას აფუძნებს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...