Jump to content
Planeta.Ge

აუტიზმის მქონე ახალგაზრდებმა, დამსაქმებლების მხრიდან უარის მიღების შემდეგ საკუთარი საწარმო გახსნეს


Recommended Posts

დამსაქმებლების მხრიდან მრავალჯერ უარის მიღების შემდეგ, ოთხმა აუტიზმის მქონე ახალგაზრდამ, ათენში საკუთარი საკონდიტრო საწარმო გახსნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრება სავსე იყო სირთულეებით, მე მივაღწიე იმას, რაც მსურდა.

შევძელი და ავიღე კულინარიის დიპლომი – საკონდიტრო ნაწარმის განხრით, რამაც მომცა შესაბამისი განათლება და კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.

სირთულეები, რომლებსაც მე და ჩემი გუნდი ვაწყდებით, გვაძლიერებს და გვაახლოებს ჩვენს მიზნებთან. მადლობას ვუხდით ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა და მხარს გვიჭერდა ამ საქმის წამოწყებაში.”- აღნიშნავს ჟურნალისტთან საუბარში საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელი. 

საწარმოში ჯანსაღი მარცვლეულისგან ბარებს ამზადებენ.

ბარების რეცეპტი, სპეციალურად მათთვის ცნობილმა ბერძენმა შეფ-მზარეულმა ელიას მამალაკიმ შექმნა.

როგორ შეფ-მზარეული აღნიშნავს, ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები, როდესაც ხედავენ, მათი მცდელობის დაფასებას და აღიარებას, ისინი დიდ სიხარულს განიცდიან.

მისი თქმით, მათთვის აუცილებელია ახალი შესაძლებლობების შექმნა.

აღნიშნული საწარმო, უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა მაღაზიებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

The post აუტიზმის მქონე ახალგაზრდებმა, დამსაქმებლების მხრიდან უარის მიღების შემდეგ საკუთარი საწარმო გახსნეს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...