Jump to content
Planeta.Ge

ხათუნა ლაგაზიძე: რუსეთი ალბათ ყაზახეთის არეულობებს გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება


Recommended Posts

რუსეთი ალბათ ყაზახეთის არეულობებს გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“საინტერესოა თურქეთის პოზიცია ყაზახეთში ОДКБ-ს/რუსული სამხედრო ნაწილების შესვლის თაობაზე; და ისიც, ხომ არ გაართულებს თურქეთ-სომხეთის ძლივს დაწყებულ ურთიერთოებს ფაშინიანის მიერ ჯარის შეყვანის გადაწყვეტილების გამხმოვანებლის როლი?! და მაინც, ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა რას შემატებს თუ დააკლებს რუსეთის პოზიციას ყაზახეთის მოვლენები 10 იანვარს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. ნუ, რუსული მედიით რა განცხადებებსაც ვისმენთ, რუსეთი ალბათ ყაზახეთის არეულობებს დამატებით არგუმენტად გამოიყენებს, იმის დასადასტურებლად, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება,” – წერს ხათუნა ლაგაზიძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, ყაზახეთში გამოსვლები ნავთობის ფასის მომატებას მოჰყვა, რაც შემდეგ პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. პრემიერის გადადგომა ვითარების დასამშვიდებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მომიტინგეებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობების ნაწილი. მთავრობამ დახმარებისთვის ე. წ. სამშვიდობო მისიით რუსეთის მიერ შექმნილ სამხედრო ბლოკს უხმო. ბოლო ცნობებით, ქალაქ ალმათიში ყველა ადმინისტრაციულ შენობას სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია პოლიციის და ეროვნული გვარდიის 18 თანამშრომელი და დაჭრილია 748. ალმათიში შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლული სამოქალაქო პირების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია.

The post ხათუნა ლაგაზიძე: რუსეთი ალბათ ყაზახეთის არეულობებს გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...