Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo განიხილება თუ არა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება – სტოლტენბერგის პასუხი


Recommended Posts

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინასთან მუშაობას“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა კითხვას, ხომ არ განიხილება მომდევნო კვირას დაგეგმილ ნატო-ს გაფართოების შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხი.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, სიმშვიდის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართლაც დაეხმარა ევროპას დემოკრატიული თავისუფლების გავრცელებასა და განმტკიცებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ იძულებით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, არამედ ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ მიღებული თავისუფალი გადაწყვეტილებები და ამ პროცესის შემდეგ ალიანსში ახალი წევრები მივიღეთ. ისინი გვეხმარებიან მთელს ევროპაში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. გაწევრიანება ცალკეული ერების დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემას ეხება. ნატომ აჩვენა, რომ ბოლო წლებში ნატო-ს კარი ღიაა. ამას ამტკიცებს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში ახალ წევრებად მიღება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

The post განიხილება თუ არა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება – სტოლტენბერგის პასუხი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...