planeta.ge Posted January 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2022 კატალონიის “ბარსელონამ” ძალიან ბევრჯერ ეცადა უსმან დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებაში დაერწმუნებინა, მაგრამ ჯერ კვლავაც უშედეგოდ. დემბელემ “ბარსას” 45 მილიონის ჰონორარი და დამატებით, 45 მილიონის ბონუსი მოსთხოვა.დემბელე დღეში 31 ათას დოლარს გამოიმუშავებს, კვირაში 218 ათასს, თვეში 943-ს. Soccer Times-ს 6 მიზეზს წარმოადგენს, რატომ ითხოვს უსმანი ამდენს.1) ფერან ტორესი – მაშინ, როცა “ბარსელონა” ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს და მათ შორის, ტორესს, “ბარსა” “მანჩესტერ სიტის” 60 მილიონ დოლარს აძლევს ესპანელის ტრანსფერისთვის. თან, ტორესი სწორედ დემბელეს პოზიციაზე თამაშობს.2) ლაპორტა ფერანის პრეზენტაციისას შემდეგ რამეს ამბობს: “ყველა დიდ ფეხბურთელს “ბარსაში” გადმოსვლა სურს, ჩვენ დავბრუნდით”. გარდა ამისა, ლაპორტა მინი რაიოლას შეხვდა და ჰალანდის ტრანსფერთან დაკავშირებით იანვარში კიდევ ერთხელ გამართავს შეხვედრას. დემბელესთვის ესაც გაუგებარია.3) ფრანგის აგენტი მუსა სისოკოაა, რომელმაც “დორტმუნდისთვის” გადახდილი 120 მილიონიდან 5% წამოიღო, ახლა კი მოთხოვნილი 45 მილიონიდან – 30 უსმანს ერგება, თვითონ კი 15.4) დღეს დემბელე “ბარსელონასთვის” უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. გუშინ, სანამ ჩავი მოედანზე მას არ შემოიყვანდა, გუნდი “ლინარესთან” აგებდა. 63-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებაში გარდამტეხი როლი შეიტანა. 1 თვეა ტრავმა არ მიუღია და ყველა მატჩში 90 წუთს თამაშობს.5) ლაპორტას ძველი განცხადება: “მე მჯერა, რომ ის მბაპეზე უკეთესია”. მბაპე “პსჟ”-ში 45 მილიონს იღებს, თუ “ბარსასთვის” უსმანი უფრო ძვირფასია, მაშინ მან მინიმუმ 45 მილიონი უნდა მიიღოს.6) დემბელე დაქორწინდა. “ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა არც კი იცოდნენ, რომ უსმანს შეყვარებული ჰყავდა ან დაქორწინებას აპირებდა. ორ ადამიანს უკვე მეტი ფინანსები სჭირდება.დემბელე “ბარსელონაში” 2017 წელს 120 მილიონად გადავიდა, დღეს კი 30 მილიონად არის შეფასებული.The post 6 მიზეზი, თუ რატომ ითხოვს დემბელე “ბარსელონასგან” ასტრონომიულ ხელფასს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts