Jump to content
Planeta.Ge

შესაძლოა, სეზონის ბოლოს ბეილმა კარიერა დაასრულოს


Recommended Posts

შესაძლოა, მადრიდის “რეალის” გარემარბმა გარეტ ბეილმა მიმდინადრე სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერა დაასრულოს.

“სამეფო კლუბი” 32 წლის უელსელ ფეხბურთელთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ბეილის კარიერა უელსის ნაკრებზეა დამოკიდებული. თუ უელსელები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდებიან, ბეილი ახალი კლუბის ძიებას დაიწყებს, რათა სანაკრებო ტურნირს მომზადებული შეხვდეს. თუ უელსის ნაკრები მუნდიალს მიღმა დარჩება, სავსებით შესაძლებელია, რომ ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე დაკიდოს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საპლეიოფო რაუნდზე უელსელები ავსტრიელებს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, უელსის ნაკრები მუნდიალის საგზურისთვის შოტლანდიისა და უკრაინის წყვილში გამარჯვებულს შეეცილება.

The post შესაძლოა, სეზონის ბოლოს ბეილმა კარიერა დაასრულოს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...