planeta.ge Posted January 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2022 აბუ-დაბიში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ომიკრონის შტამის წინააღმდეგ, ჩინური წარმოების ვაქცინის, Sinopharm-ის ახალი ბუსტერ დოზა უფრო ეფექტურია, ვიდრე ამავე მწარმოებლის ვაქცინის მესამე დოზა. კვლევა ამ ეტაპზე ავტორიზებული არ არის.კვლევაში 192 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზა მინიმუმ 6 თვის წინ ჰქონდათ გაკეთებული. მათ ერთ ნაწილს Sinopharm-ის მიერ ცილის ბაზაზე დამზადებული ბუსტერი (NVSI-06-07) გაუკეთეს, მეორე ნაწილს კი ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული Sinopharm-ის ვაქცინის (BBIBP-CorV) მესამე დოზა. კვლევის შედეგად, ბუსტერით აცრილ ადამიანებში ომიკრონის წინააღმდეგ მებრძოლი ანტისხეულების რაოდენობა “გაცილებით მაღალი” იყო, ვიდრე მესამე დოზით აცრილებში.აღსანიშნავია, რომ დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, Sinopharm-ის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა (BBIBP-CorV) ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტური იყო. Sinopharm-ის მიერ ცილის ბაზაზე დამზადებული ვაქცინა (NVSI-06-07) კი განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით არის შექმნილი და მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გადაუდებელ შემთხვევებში, ბუსტერის სახით იყენებენ.წყაროThe post ომიკრონის წინააღმდეგ Sinopharm-ის ახალი ბუსტერი უფრო ეფექტურია ვიდრე მესამე დოზა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts