Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo რაქვიაშვილი: ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა ნათელაშვილიც დაემატება


Recommended Posts

„თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა ისედაც პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და უფრო კარგი სამუშაო გარემო გვექნება“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ის და იაგო ხვიჩია ჩარკვიანისა და ნათელაშვილის პარლამენტში შესვლაზე დანიძლავდნენ და მან ნიძლავი წააგო.

„ცხადია, ამ ხალხის უკან პირდაპირ თუ ირიბად ვიღაც მოქალაქეები დგანან, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონს. თუ ადამიანებს მოსწონთ საქმისადმი ასეთი მიდგომა, მაშინ რას იზამ. ესეც პარლამენტია, გარკვეული რეპრეზენტაცია იქნება ჩვენი მოქალაქეების პრეფერენციების. თავიდან მე და იაგო დავნიძლავდით, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი, ის პოლიტიკოსები, რომლებსაც საჯაროდ ყველაზე მეტი პრეტენზია აქვთ პატიოსნებაზე, შეასრულებდნენ თუ არა თავის სიტყვას“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობს.

 

The post რაქვიაშვილი: ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა ნათელაშვილიც დაემატება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...