Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo საქართველოში მცხოვრები ყაზახეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები სოლიდარობის აქციას მართავენ


Recommended Posts

საქართველოში მცხოვრები ყაზახეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერ აქციას მართავენ.

ადგილზე შეკრებილ პირებს სამოქალაქო აქტივისტებიც უერთდებიან. ისინი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და ყაზახ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.

„ჩვენ აქ ჩავრჩით, უცხო ქვეყანაში, მაგრამ მხარს ვუჭერთ ჩვენს თანამემამულეებს. არ შეიძლება, რომ უცხო ქვეყნის ჯარები იყვნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ეს არასწორია. თავად გადავწყვეტთ ჩვენს პრობლემებს“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა ყაზახეთის მოქალაქემ.

ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა, საწვავისა და გაზის გაზრდილი ფასის გამო დაწყებული აქციების შემდეგ, მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. გარდა ამისა, ორ პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მასობრივი აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა. რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ნაწილები გუშინ გადაისროლა და ე.წ ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ყასიმ ტოყაევის განცხადებით, სამთავრობო უწყებების შენობებზე კონტროლი სრულად დაიბრუნეს.

ტოყაევმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მომიტინგეები ბოევიკები და ტერორისტები არიან და ისინი უნდა გაანადგურონ. მანვე თქვა, რომ შეიარაღებულ ძალებს მისცა უფლება, რომ მომიტინგეებს გაფრთხილების გარეშე ესროლონ.

დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 1000-ზე მეტი და გარდაცვლილია ათობით პირი. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

The post საქართველოში მცხოვრები ყაზახეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები სოლიდარობის აქციას მართავენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...