planeta.ge Posted January 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2022 „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა, თინათინ კახიძე ეხმაურება „იუნესკოს“ მიერ 2021 წლის მოკლული ჟურნალისტების სიაში მისი შვილის დამატებას.კახიძის თქმით, მისი შვილი მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.„ისტორიას რომ არ ჩაეწერა, ძალიან კარგად ვიცი, რაც იყო მიზეზი. დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა. ყველა ერთნაირად ვერ იტანს. კარგად ვიცი როგორც მოკვდა, რა ნარკოტიკი, მე სულელი ხო არ ვიყავი“, – განაცხადა თინათინ კახიძემ „მთავარ არხთან“ სატელეფონო საუბრისას.ცნობისთვის, „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა „იუნესკომ“ 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავა 5 ივლისს მოძალადეების მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად, 11 ივლისს გარდაიცვალა.The post ლექსო ლაშქარავას დედა განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts