planeta.ge Posted January 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2022 ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა.დასკვნაში ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობაა დასახელებული.„გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში)“, – აღნიშნულია დასკვნაში. შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 11 ივლისს ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. „იუნესკომ“ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ მედიის წარმომადგენელთა სიაში შეიყვანა.The post ექსპერტიზის ბიურომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე დასკვნა მოამზადა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts