planeta.ge Posted January 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2022 ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასამ-ჟომარტ ტოყაევის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.ტოყაევმა ასევე თქვა, რომ „20 000 ბანდიტი“ თავს დაესხა ალმა-ატას. მან აქციაში მონაწილე ყველა პირი „ტერორისტად“ დაასახელა და თქვა, რომ ისინი უნდა განადგურდნენ.„ჩვენ საქმე გვქონდა შეიარაღებულ და კარგად მომზადებულ ბანდიტებთან, ტერორისტებთან. ამიტომ ისინი უნდა გავანადგუროთ, ეს მალე გაკეთდება“, – თქვა ტოყაევმა.ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არეულობის დროს ამ დროისთვის დაღუპულია 26 „შეიარაღებული კრიმინალი“ და 18 პოლიციელი. დაკავებულთა რაოდენობა 3 ათასს აჭარბებს.The post ყაზახეთის პრეზიდენტი: საქმე გვაქვს ტერორისტებთან, ისინი უნდა გავანადგუროთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts