planeta.ge Posted January 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2022 ამბავი განგსტერული ფილმიდან!- პოლონეთში პოლიციამ ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 3 ქართველი დააკავა. გაზეთ Warszava- ს ინფორმაციით, ცივი იარაღით შეიარაღებულმა ქართველმა ახალგაზრდებმა პრაღის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ოსტომბრასკას ქუჩაზე, პოლონეთის ორი მოქალაქე გაძარცვეს. მათ დანის მუქარით მობილური ტელეფონი და 2 ათასი ზლოტი გაიტაცეს. როგორც ირკვევა, ქართველი კრიმინალები თავიანთ მსხვერპლს ღამის კლუბის ტერიტორიაზე არჩევდნენ, მათ უკან მიჰყვებოდნენ და დანის მუქარით ძარცვავდნენ. პოლონეთის პოლიციას 1 კვირა დასჭირდა მძარცველების ვინაობის დასადგენად და დასაკავებლად. სამართალდამცველებმა ისინი ზიელონკას უბანში აიყვანა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. ცნობილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. "ქართული დანის ბანდა" ასე შეარქვა მედიამ დაჯგუფებას. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts