planeta.ge Posted January 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2022 ყაზახეთშ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები საგარეო საქმეთა სამინისტროს ტყუილში ამხელენ. ანსამბლ "ილორის" წევრი, ბაჩანა მელაშვილი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ ალმათიდან უსაფრთხო ადგილას ისინი არა საკონსულოს ძალისხმევით, არამედ ებრაელი ოჯახის დახმარებით გადავიდნენ. "ქალაქიდან გამოვაღწიეთ და გამოგვიყვანეს ებრაელების ოჯახმა თავიანთთან სახლში. დღეს დაგვიკავშირდნენ, საკონსულო შეგვეხმიანა, ელჩიც მელაპარაკა და მითხრეს, რომ ვიყო აქ ამ ეტაპზე, რახან თავშესაფარი ვნახე. ისე ახლოს ვიყავით, რომ სროლები, ერთამნეთის ცემა, მანქანების დაწვა, არ ვიცი... ისე საშინლად მიდიოდა ეს ყველაფერი ფანჯარასთან ახლოს ვერ მიხვიდოდი რომ გადაგვეხედა, შუქსაც ვერ ვანთებდით. საკვები არ იყო. დილით მოვახერხეთ გასვლა მარტო, მაღაზიაში არაფერი იყო, არც პური, არაფერი. დაკეტეს. საჭმლის გარეშე ვიყავით, ჩვენს თვალწინ რამდენიმე ადამიანი მოკვდა, იქ ახალგაზრდები. არ ვიცი ვინ ვის ესროდა", - თქვა მელაშვილმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ყაზახეთში ჩარჩენილი 5 მოქალაქე საქართველოს საკონსულომ უსაფრთხო ადგილას საკუთარი ძალისხმევით გადაიყვანა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts