planeta.ge Posted January 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2022 საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2105 პირი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 949 176-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 908 813 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 082 პაციენტი ემსხვერპლა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6,18%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.43%. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts