planeta.ge Posted January 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2022 დღეს ყველასათვის მოულოდნელად რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი წარმატებული სახე, მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეგობრები გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ.ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.„კაცმა ნაბახუსევზე ცივი წყალი დალია და გულმა დაარტყა… მისი ახლობლები ამბობენ, რომ აქამდეც აწუხებდა გული და ექიმები ურჩევდნენ არ მიეღო ალკოჰოლი… მაინც უდევს ვიღაცებს – ორი კვირის წინ აიცრა და აგერ, მოკვდა კაციო… განგებ არ ვწერ სახელს, იცით ვისზეც ვამბობ! ოჯახმა გააპროტესტა ეს ამბავი და ბევრს წააშლევინეს ასეთი პოსტი… მაინც დებენ. მერე იტყვით, ტვინით ავადმყოფებს რატომ გვეძახით ანტივაქსერებსო.როგორ შეიძლება ყველა ტრაგედიის ასე ნაძირლურად გამოყენება? ამას წინათ, მოკვდა ადამიანი, თანაც ექიმი, რომელსაც მძიმე დაავადება ჰქონდა ფილტვებზე და სასუნთქი აპარატით დადიოდა… მისი გარდაცვალებაც აცრას მიაწერეთ, არადა მისი კოლეგები, ახლობლები, ოჯახი მკაცრად აპროტესტებდა ამას… სადაც ვინმეს სიკვდილს გაიგებთ, მანიაკებივით, პირველი იმას ეკითხებით ჭირისუფალს – „აცრილი თუ იყოო?” – მგონი გიხარიათ ადამიანი რომ მოკვდება და აცრილი აღმოჩნდება… მერე აცრას დააბრალებთ და ეს მოგწონთ. მანიაკების სექტა ხართ მართლა! ბიჯო, ხო, აბა რა!ვაქცინა არის ცუდი და „მკვლელი”! და “*უიევოზნაეტ” რა უბედურებების შემცველი უხარისხო არაყი არის მარგებელი კი! ტვინს რომ ღუნავთ, “ვაქცინის შემადგენლობაზე”, იმ “ჭაჭას” ან მაღაზიის არაყს რომ ურახუნებთ, დალევამდე მის შემადგენლობას ამოწმებთ? იცით რამდენი შხამი და სხვადასხვა სახის ტოქსინია ალკოჰოლში???“გულით დაავადებულისთვის აცრა არ შეიძლებაო” – წიკვინებთ… არაყი და სპირტი შეიძლება???ვაქცინა არ გაიკეთოთო და ამ დროს შესაბამისი წესების სრული დარღვევით მოხუფულ რაღაც ნაგავს ჭამთ! რაშიც ძალიან მარტივად შეიძლება იყოს ბოტულიზმის გამომწვევი ბაცილები! მერე გაიძახით საავადმყოფოში მეტი ადამიანი კვდებაო! საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაჰყავთ ძირითადად ადამიანები და სულაც არარის გასაკვირი, რომ საავადმყოფოში მეტი კვდება, ვიდრე სახლში! მაგრამ თქვენ ხომ თქვენი „რკინის ლოგიკა” გაქვთ! აცრა „ცუდია”! არაყი, კონიაკი, ნარკოტიკი და ე.წ. “მოხუფულებია” ძალიან “კარგი” და “მარგებელი” ორგანიზმისთვის! ადამიანები მაშინაც კვდებოდნენ პახმელიაზე ცივი წყლის დალევით, ან სულაც ცივ მდინარეში შესვლით, სანამ ვიღაც კრეტინი უჰანში ღამურას შეჭამდა! ჩემი არაერთი ნაცნობია მასე გარდაცვლილი!აცრა არ ნიშნავს იმას, რომ მერე ფეხებზე უნდა დაიკიდოთ ყველაფერი, სვათ, ჭამოთ, გაიჩხიროთ და მაინც არ მოკვდებით… აბა თქვენ იცით, კაცს თავში აგური რომ მოხვდებაეგეც აცრას დააბრალეთ – კაცო, ვაქცინა ადუნებს ადამიანს, აუცრელი რომ ყოფილიყო, აგურს მალე შენიშნავდა და აიცილებდა – თქო! მე პირადად, სადაც ვნახავ გაზიარებულს მაგ კრეტინიზმს, რითაც ეს პოსტი დავიწყე, ულაპარაკოთ ვბლოკავ!ადამიანების და ოჯახების ამხელა ტრაგედიების ასე გარეწრული გამოყენება რაღაც თქვენი უაზრო ახირებების „გასაპრავებლად” არის ნაგვობა! გმადლობთ…”, – წერს სვანიძე.ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე დაიბადა 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი 2005 წლიდან. მას არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული. მონაწილეობდა ტელე-სერიალებშიც.ნიკა ქაცარიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.The post „კაცმა ნაბახუსევზე ცივი წყალი დალია და გულმა დაარტყა… როგორ შეიძლება ყველა ტრაგედიის ასე ნაძირლურად გამოყენება?“ – რას წერს ბაკურ სვანიძე appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts