planeta.ge Posted January 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2022 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს საწოლების 50% თითქმის თავისუფალია.მისივე თქმით, დამატებითი ნაკადის მართვის საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს.გაბუნიამ ეპიდვითარებაზე საუბრისას კვლავ ვაქცინის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ “ომიკრონის” წინააღმდეგ განსაკუთრებით იცავს ვაქცინის დამატებითი დოზა.“ომიკრონის” წინააღმდეგ ვაქცინა კვლავაც იცავს. განსაკუთრებით, “ბუსტერი”. ამდენად, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულობა მნიშვნელოვანია. კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება. დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის. საწოლების 50% თითქმის თავისუფალია. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.The post “კლინიკური სექტორი მობილიზებულია” – გაბუნია appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts