Jump to content
Planeta.Ge

ბათუმის “დინამო” აზაროვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


Recommended Posts

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ირაკლი აზაროვის “ტრაბზონში” ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

“არაფერი საოცრება არ მომხდარა. ჩვენ მოთხოვნილ თანხასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად არის, თანხა ჩვენ არ გაგვიზრდია. თუ პირობებმა ვინმემ შეცვალა, ეს თურქული მხარეა. ფეხბურთელის გადასახადებთან დაკავშირებით არის საკითხები დასაზუსტებელი.

ბათუმის სურვილია, რომ ირაკლი ჩვენთან დარჩეს და ლიგაზე დაგვეხმაროს, მაგრამ ასეთ კლუბში გადასვლაში ხელს არ შევუშლით”, – განაცხადა ბერიძემ.

“დინამო ბათუმი” და “ტრაბზონი” 1.8 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. შემდეგ გავრცელდა ინფორამცია, რომ “დინამომ” მასში 2 მილიონი მოითხოვა, რასაც ბერიძე უარყოფს.

The post ბათუმის “დინამო” აზაროვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...