planeta.ge Posted January 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2022 ემიგრანტის წერილი, რომელიც ძიძად მუშაობს, მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს. გთავაზობთ ქართველი ემიგრანტი ქალბატონის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში, “ემიგრანტ ქალთა მოძრაობა “ჩემი სახლი“-მ გამოაქვეყნა.“პატარას არ სძინავს, ჭირვეულობს და ველოდები ქალბატონს, როდის გამოვა ბავშვის ოთახიდან და მეტყვის, რომ თავისუფალი ვარ!თან მონდომებით ვუსურვებთ ერთმანეთს ღამე მშვიდობისას, თითქოს ერთმანეთზე ამოგვდიოდეს მზე და მთვარე!…– ევა! – გამოგლიჯა ბავშვის ოთახის კარი ქალბატონმა.– დიახ!– უმღერე რამე, იქნებ დაიძინოს! – შემომაჩეჩა აღნავლებული პატარა.– მე?!… ქალბატონო, სულ ორი დღის მოსული ვარ, ბავშვი შეჩვეულიც არ არის… – დავიბენი… – და რა ვუმღერო?!…– რამე… – ამიქნია ხელი ბავშვის ღნავილით თავმობეზრებულმა – რამე… ნანურიზმა?!…– ნანურიზმა?!… ჯერ ენაც არ ვიცი, ქალბატონო!…– ხომ უნდა დააძინო?! – გადმომიბრიალა თვალები – აბა, მაჩვენე როგორ შეძლებ!ატატებული ბავშვი ოთახში შევიყვანე… დავუყვავე, დავუნანავე, ჩავიხუტე და მივეფერე!…პატარას რძის სუნი ასდიოდა, მშობლიური და ჩემი! (ყველა დედის კუთვნილებაა ეს სუნი!)…ისე მომინდა ჩემი შვილები, ისე მომინდა!…„ჩემი საცოდავი ბავშვები, სხედან უშუქოში ალბათ, ნატრობენ დედას… მამა უკითხავს ზღაპრებს! (ესაა ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, რაც შემიძლია მათზე ვიფიქრო ახლა!) მაგრამ თუ გავყვები ფიქრებს, იქნებ შიათ კიდეც!… იქნებ ეძინებათ და ვერ იძინებენ!…იქნებ ამ პატარასავით უმიზეზოდ ჩხავიან!…”– დაიძინე, გენაცვალე!…-წავუღიღინე ბავშვს …- დაიძინე, პაწაწინავ!… დაიძინე ცის ვარსკვლავო!…- სიტყვები თავისით მოდიოდა – დაიძინე ანგელოზო!… ია-ვარდი დაგეფინოს!.. მარტო არ ხარ, შენთანა ვარ… გეფერები!… – თან შუბლზე ხელს ვუსვამდი და გულიდან ამოხეთქილ სიტყვებს ვღიღინებდი…- ნანი, ჩემო ანგელოზო!… რომ არვიცი რისთვის ტირი! აბა, როგორ განუგეშო!ახლა ნანი გინდა მხოლოდ, ანგელოზთან იგალობე… დაიძინე , ანგელოზო!… – და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა…დაიძინა…ცოლ-ქმარი სამზარეულოს კართან მიცდიდა, სასმენი აპარატით (როგორც ეტყობა თავიდან ბოლომდე აყურადეს ბავშვის დაძინების პროცესს. რამდენად კმაყოფილები დარჩნენ, არ ვიცი!…)– ქართულად? – მესროლა ქალმა ერთადერთი სიტყვა მხრების აჩეჩვით.– ღამემშვიდობისა! – ჩავიბურტყუნე ნამტირალევი ხმით და ქვედა სართულზე დავეშვი…სასწრაფოდ ჩავალაგე ტანსაცმელი…გოგონებისგან გაგონილი მქონდა, რომ ბავშვებთან მუშაობა შენს დარდს გავიწყებს და შენი შვილების მონატრებას გიქარწ####ბსო…მაგრამ ამ ეტაპზე მე ამისთვის მზად არ ვიყავი!…სხვაგან უნდა მეცადა ბედი…“The post ტირილით ნამღერი ქართული იავნანა – ემიგრანტი ძიძის ისტორია appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts