planeta.ge Posted January 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2022 საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის მიერ, პენიტენციური სამსახურისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.ექს-პრეზიდენტმა 3 იანვარს მიმართა პენიტენციურს და სახელმწიფო კონსილიუმის ექიმების, „ემპათიას“ კონსილიუმისა და სახალხო დამცველის ექიმების ციხეში შეშვება მოითხოვა. გარდა ამისა, სააკაშვილი ითხოვს, რომ ადვოკატებთან დაცული კომუნიკაციის უფლება აღუდგინონ.3 დღე გავიდა ულტიმატუმის წაყენებიდან, თუმცა პენიტენციურს მოთხოვნებისთვის არ უპასუხია. დღეს სააკაშვილს რუსთავის მე-12 ციხეში ადვოკატები მოინახულებენ. შესაბამისად, შესაძლოა მოგვიანებით გახდეს ცნობილი, რა ნაბიჯს გადადგამს ყოფილი პრეზიდენტი.მანამე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავდა. გუშინ მედიასთან კომენტარი გააკეთა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელსაც ციხეში შესვლის უფლება რამდენიმე დღეა არ ეძლევა და მოუწოდა მას, რომ კვლავ შიმშილობა არ დაიწყოს.The post ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.