planeta.ge Posted January 5, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2022 ყაზახეთში განვითარებულ არეულობას 8 სამართალდამცველის და ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. გარდა ამისა, რუსული მედიის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 317 ადამიანი. მომიტინგეთა შორის დაჭრილებისა და დაღუპულთა შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამასთან ღამის 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში მასობრივი აქციები გაზის ტარიფის გაზრდამ გამოიწყვია. დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. აქციები ქვეყანაში ჯერაც გრძელდება. არეულობებისა და შეტაკებების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts