planeta.ge Posted January 5, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2022 ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია, გადაცემა “რეაქციაში” კითხვას სვამს და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ოპოზიციას მიმართავს: “დღეს 5 იანვარია 2022 წლის და მთელი ქვეყანა ლაპარაკობს ამ ტარიფეფბზე, მისულ ქვითრებზე, ორ-ორ ქვითარზე და ამ ხალხის უზარმაზარმა ნაწილმა არ იცის, როგორ გადაიხადოს. ოპოზიციას მივმართავ და ახლა, მიშისტი ხარო, არ მითხრათ. თქვენი აზრით, რევოლუციამდელი სააკაშვილი, აი, ამ ქვითრებიან ხალხთან ერთად სად იქნებოდა? იჯდებოდა წინასაშობაო სუფრასთან, დაისვენებდა, თუ არა? ამ კითხვას ვსვამ გულწრფელად. პასუხიც ვიცი. ჟურნალისტებმა ვიცით… 2003 წლიდან დღემდე ის იყო ერთადერთი არჩეული პრეზიდენტი, მერე ვინც იყვნენ პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილს დიდი პატივისცემა ჩემგან, არ ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ ბიძინამ გახადა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილს, არ ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ ბიძინამ გახადა პრეზიდენტი. როგორ გახდა სააკაშვილი პრეზიდენტი ხომ არ გახსოვთ? ხომ არ გაიხსენებდით? ხშირად გვიხუმრია კიდეც და მერე ცხოვრებამ გვაჩვენა რა, როგორ და რატომ იყო… გახსოვთ, ყველგან რომ მიდიოდა, ვიღაცებთან ერთად სუპის ჭამა და ა.შ. სახალხო ტიპი იყო და ამიტომაც გახდა, ხალხო, არჩეული პრეზიდენტი. მახსოვს კორესპოდენტი ვიყავი და იუსტიციის მინისტრი რომ იყო, მაშინაც ოპოზიციაში იყო, რომ დავსდევდით, ვეღარ ვეწეოდით ხოლმე. ყველა იმ ადამიანებზე, მერე ვინც ავტობუსებით ჩამოიყვანა, ხელი ჰქონდა ჩამორთმეული კი არა, მგონი, სახელები და გვარები იცოდა მათი", - აცხადებს ჟურნალისტი. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts