Jump to content
Planeta.Ge

რამდენი ქართველი ფეხბურთელის აგენტია მამუკა ჯუღელი?


Recommended Posts

საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი, რომელიც 2009 წელს “ანჟის” სპორტული დირექტორი იყო, 2010 წელს კი იმავე პოზიციაზე “ვოლგაში” მუშაობდა, საკმაოდ ბევრი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელის აგენტია და მათ შორის, საუკეთესოებისაც.

ჯუღელი შემდეგი ფეხბურთელების წარმომადგენელია: ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი, ილია ბერიაშვილი, საბა კვირკველია, ბექა ქავთარაძე, ნიკა ყიფიანი, გია გრიგალავა, გიორგი ხაბულიანი.

ამ მოთამაშეების შესახებ ჩვენ დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა მამუკას კავშირები სხვებთანაც აქვს, რაც ცნობილი არ არის.

ხვიჩა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, აზაროვი კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ირაკლის ტრანსფერი “ტრაბზონში” თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში მნიშვნელოვნად შეფერხდა. მანამდე თურქული პრესა წერდა, რომ ჯუღელს აზაროვის წაყვანა “კრასნოდარში” სურდა.

 

 

 

ვნახოთ, რა ტრანსფერებს გაჩარხავს მამუკა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

 

 

The post რამდენი ქართველი ფეხბურთელის აგენტია მამუკა ჯუღელი? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...