Jump to content
Planeta.Ge

კაპელო: “არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასები უნდა შეუმცირდეთ”


Recommended Posts

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

“აცრაზე უარის თქმა ეგოიზმია. თუ პოლიციელები ვალდებულნი არიან, აიცრან, რატომ არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა ფეხბურთელებმა? არავაქცინირებული ფეხბურთელები ზიანს აყენებენ საზოგადოებას. მათ ხელფასები უნდა შეუმცირდეთ. ვაქცინირებული ადამიანები უფრო ადვილად იტანენ დაავადებას და უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან”, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

იტალიის ჩემპიონატში ფეხბურთელებისა და პერსონალის 98 პროცენტი აცრილია, რაც ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

The post კაპელო: “არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასები უნდა შეუმცირდეთ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...