Jump to content
Planeta.Ge

REZONANSI ავტომობილებში, ტაქსებსა და კატერებში მოწევაზე ჯარიმები უკვე ამოქმედდა


Recommended Posts

ტაქსებში, კატერებსა და ავტომობილებში მოწევაზე ჯარიმები უკვე ამოქმედდა. “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 30 დეკემბერს მიიღო. შედეგად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ტაქსიში, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალება მოწევა აიკრძალა. ამასთან, კანონში განხორციელებული ცვლილებებით, თამბაქოს მოწევა აიკრძალა კერძო ავტომობილებშიც, არასრულწლოვნის თანდასწრებით. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ტაქსის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 200-ლარიანი ჯარიმა ამოქმედდა. რაც შეეხება არასრლწლოვნის თანდასწრებით, ავტომობილში მოწევას, ამ შემთხვევაში პირველ ჯერზე 50 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, 1 წლის განმავლობაში განმეორებით ქმედებაზე 100 ლარი, ხოლო 1 წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და ყოველ მომდევნო ჩადენაზე 150 ლარიანი ჯარიმა დაწესდა.

 

REZONANSI

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...