planeta.ge Posted January 5, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2022 ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „შავი სიის“ შედგენაზე მიხეილ სააკაშვილის იდეას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ იდეით ყოფილმა პრეზიდენტმა მოქმედის იდეას „ცივი წყალი გადაასხა“. “მე ზუსტად ვიცი სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები (ცნობადი ინდივიდები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.) ვინც არიან ამ მიმართვის ადრესატები.დარწმუნებული ვარ ისინი ენთუზიაზმით დაეწაფებიან ამ იდეას, რადგანაც ეს აზრი მათ წრეებში კარგა ხანია ტრიალებს. როგორც დავწერე, ზოგი უკვე აკეთებს ამას, კონკრეტულ ადამიანებზე იარლიყების მიკერებას. მოგვიანებით დავასახელებ მათ. სააკაშვილის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად ცივი წყალი გადაესხა სალომე ზურაბიშვილის ნალოლიავებ შეთანხმება/შერიგების იდეას. და ბოლოს, მსგავსი სიის გაკეთება საზოგადოების მეორე ნაწილსაც შეუძლია და ეს სია ძალიან გრძელი გამოვა,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.The post „სააკაშვილის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად, ცივი წყალი გადაესხა სალომე ზურაბიშვილის ნალოლიავებ შეთანხმება/შერიგების იდეას“ – ზაალ ანჯაფარიძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts