Jump to content
Planeta.Ge

“ოპოზიციას მივმართავ და მიშისტი ხარო, არ მითხრათ…” – ინგა გრიგოლიას კითხვა ოპოზიციას


Recommended Posts

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას, ამბობს:

“დღეს 5 იანვარია 2022 წლის და მთელი ქვეყანა ლაპარაკობს ამ ტარიფეფბზე, მისულ ქვითრებზე, ორ-ორ ქვითარზე და ამ ხალხის უზარმაზარმა ნაწილმა არ იცის, როგორ გადაიხადოს.

ოპოზიციას მივმართავ და ახლა, მიშისტი ხარო, არ მითხრათ, თქვენი აზრით, რევოლუციამდელი სააკაშვილი, აი, ამ ქვითრებიან ხალხთან ერთად სად იქნებოდა? იჯდებოდა წინასაშობაო სუფრასთან, დაისვენებდა, თუ არა? ამ კითხვას ვსვამ გულწრფელად. პასუხიც ვიცი. ჟურნალისტებმა ვიცით… 2003 წლიდან დღემდე ის იყო ერთადერთი არჩეული პრეზიდენტი, მერე ვინც იყვნენ პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილს დიდი პატივისცემა ჩემგან, არ ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ ბიძინამ გახადა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილს, არ ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ ბიძინამ გახადა პრეზიდენტი. როგორ გახდა სააკაშვილი პრეზიდენტი ხომ არ გახსოვთ? ხომ არ გაიხსენებდით? ხშირად გვიხუმრია კიდეც და მერე ცხოვრებამ გვაჩვენა რა, როგორ და რატომ იყო… გახსოვთ, ყველგან რომ მიდიოდა, ვიღაცეებთან ერთად სუპის ჭამა და ა.შ. სახალხო ტიპი იყო და ამიტომაც გახდა, ხალხო, არჩეული პრეზიდენტი.

მახსოვს კორესპოდენტი ვიყავი და იუსტიციის მინისტრი რომ იყო, მაშინაც ოპოზიციაში იყო, რომ დავსდევდით, ვეღარ ვეწეოდით ხოლმე. ყველა იმ ადამიანებზე, მერე ვინც ავტობუსებით ჩამოიყვანა, ხელი ჰქონდა ჩამორთმეული კი არა, მგონი, სახელები და გვარები იცოდა მათი.”

The post “ოპოზიციას მივმართავ და მიშისტი ხარო, არ მითხრათ…” – ინგა გრიგოლიას კითხვა ოპოზიციას appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...