Jump to content
Planeta.Ge

“ყველანი შეუმდგარნი აღმოვჩნდით: პოლიტელიტა, მედია და, პირველ რიგში, ქართველი ხალხი” – ნიკა გვარამია”


Recommended Posts

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია

მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი. უკვე ყაზახეთიც, ხალხო, ყა-ზა-ხე-თი!

ყველანი შეუმდგარნი აღმოვჩნდით ქვეყნის გადარჩენის საქმეში: პოლიტელიტა, სამოქალაქო სექტორი, მედია და, პირველ რიგში, ყველაფრის სხვაზე გადამბრალებელი ქართველი ხალხი.

ისტორია არ პატიობს უკუღმა სვლას, ჩამორჩენას, ხელების ჩამოშვებას და ჩვენნაირ ერებს წარსულში ტოვებს და მათ სახელმწიფოებრიობის ღირსად არ თვლის. მოკლედ რომ ვთქვათ, აქრობს და უკან აღარასდროს აბრუნებს.

როგორ იყო? არაპოლიტიკური პროტესტია, ოპოზიცია ყაზახეთში საერთოდ არ არსებობს და შიდაკლანური გარჩევააო?

აგერ, ყაზახეთში დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები:

1. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება

2. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობით გადადგომა.

3. პოლიტიკური რეფორმები:

დროებითი მთავრობის შექმნა ავტორიტეტული და საჯარო მოქალაქეებისგან – ყაზახეთის წინააღმდეგობის მონაწილეებისგან. თავისუფალი არჩევნების ჩატარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალების მიერ.

4. პოლიტიკური რეფორმების მთავარი პირობაა დემოკრატიის ღირებულებების მკაცრი დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, საბჭოთა მმართველობის წლების აღიარება, როგორც დანაშაული პოსტსაბჭოთა იმპერიის ხალხების წინააღმდეგ, სამხედრო აგრესიის დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ და ყირიმის დაკავებისთვის ანექსიის შეფასების მკაფიოდ მიცემა, გამოსვლა დსთ-დან, EAEU-დან და რუსეთის ფედერაციასთან სხვა ალიანსებიდან.

ძალიან აპოლიტიკური მოთხოვნებია, ჩემმა მზემ, და ძალიან შიდაკლანური, თან :)) ბენზინის და გაზის ფასზეა, ფაქტიურად და ნიშანი არ სცხია ოპოზიციური აზრის, დემოკრატიის გაძლიერების, დასავლური ინტეგრაციის გაღრმავების და რუსეთისგან რადიკალური დისტანცირების მოთხოვნის

ps ბევრად სოლიდური და დასავლური მოთხოვნებია და ბევრად ორგანიზებული პროტესტი, ვიდრე ბელარუსში იყო. აი, მთელი ქართველი ოფინიონმეიკერები და პოლიტიკოსები რომ შეირყნენ, თავის დასავლეთიანად და რომლის შედეგიც პრაქტიკულად ნულოვანია.

pps ახლა დააკვირდებიან ჩვენი აზრის ლიდერები დასავლეთის გამოხმაურებებს და იმის მიხედვით გააძლიერებენ საკუთარ პოზიციებს ყაზახეთის სასარგებლოდ

ეგრე, დასავლეთის განცხადებების კვალდაკვალ, ბებიაჩემიც მიხვდება, სად, საიდან და რა ქარი უბერავს.

The post “ყველანი შეუმდგარნი აღმოვჩნდით: პოლიტელიტა, მედია და, პირველ რიგში, ქართველი ხალხი” – ნიკა გვარამია” appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...