planeta.ge Posted January 5, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2022 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შეხვდა.შეხვედრის დასრულების შემდეგ გოცირიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ე.წ შავი სიის იდეა გაიხსენა. გოცირიძემ თქვა, რომ კონკრეტული პირების მიმართ პერსონალური სანქციები უნდა დაწესდეს.„მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების (მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების და ა.შ) მიმართ, რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიებს. ეს სია უნდა ახდეს მთელი ქვეყნისთვის ცნობილი, უნდა იქნას მიმართული საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რათა შეეზღუდოთ მათ თავისუფალი გადაადგილება ევროპასა თუ ამერიკაში“, – განაცხადა გოცირიძემ.The post მიხეილ სააკაშვილი ე.წ. შავი სიის შექმნის ინიციატივით გამოდის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts