Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo ყაზახეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება


Recommended Posts

ყაზახეთის მოქალაქეებმა ქალაქ ალმათის ტელევიზიისა და რადიო კომპანიის, „მირის“ ოფისი დაარბიეს. მედიის ცნობით, განადგურებულია მათი კუთვნილი აპარატურა. გარდა ამისა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ამ წუთებში ხანძარია.

მანამდე აქტივისტებმა ალმათიში ქალაქის მერია იერიშით აიღეს. მერიის შენობაში ხანძარიც იყო, ასევე ხანძარი იყო ქალაქის პროკურატურის შენობაშიც. ამასთანავე, ქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საპროტესტო აქციების პარალელურად ქალაქში ძარცვისა და მაროდიორობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 137 პოლიციელი და აქციის 53 მონაწილე დაშავდა.

ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, საწვავის გაზრდილი ფასის გამო დაწყებული აქციების შემდეგ, მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. გარდა ამისა, ორ პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

The post ყაზახეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...