planeta.ge Posted January 5, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2022 რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა, თუმცა მას ექს-პრეზიდენტის მონახულების უფლება არ მისცეს.მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას მიმართა მიხეილ სააკაშვილს, რომ პენიტენციური სამსახურისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა, რომელიც დღეს იწურება, გადაწიოს.„თუ გვისმენს მიშა ვეტყოდი, რომ, მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი, ექიმები ადრე თუ გვიან შემოვლენ შენთან და თუ შეიძლება გადადე ეს შენი ულტიმატუმის დღეს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ სამსახურს 3 იანვარს მიმართა და მოთხოვნების შესრულებისთვის ვადა 6 იანვრამდე მისცა. მესამე პრეზიდენტი სახალხო დამცველი ექიმთა ჯგუფის, სახელმწიფო კონსილიუმისა და „ემპათიას“ კონსილიუმის ექიმების შესვლასა და მისი უფლებების დაცვას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ექს-პრეზიდენტი პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს.The post ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts