planeta.ge Posted January 5, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2022 ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, დედაქალაქ ნურ-სულთანის დატოვეას არ აპირებს.„რაც არ უნდა იყოს, მე ვიქნები დედაქალაქში“, – განაცხადა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა, საწვავისა და გაზის გაზრდილი ფასის გამო დაწყებული აქციების შემდეგ, მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. გარდა ამისა, ორ პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.ყაზახეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება. მოქალაქეებმა ქალაქ ალმათის ტელევიზიისა და რადიო კომპანიის, „მირის“ ოფისი დაარბიეს. მედიის ცნობით, განადგურებულია მათი კუთვნილი აპარატურა. გარდა ამისა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ამ წუთებში ხანძარია.საპროტესტო აქციების პარალელურად ქალაქში ძარცვისა და მაროდიორობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 137 პოლიციელი და აქციის 53 მონაწილე დაშავდა.The post ყაზახეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოხდეს, დედაქალაქში დავრჩები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts