planeta.ge Posted January 5, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2022 „ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.მისი თქმით, ქვეყანაში იწება ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა, რომელიც დიდი ალბათობით, გამოწვეულია სწორედ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით.„გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ყველას სხვას ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.The post გამყრელიძე: ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts