planeta.ge Posted January 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2022 საადღესასწაულო უქმეების დროს COVID-19-ის გავრცელების რისკი კიდევ უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უსაფრთხოების რეკომენდაციები. ერთად შევაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება! - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცლებულ მიმართვაშია აღნიშნული. "ატარეთ პირბადე და დაიცავით სულ მცირე 1 მეტრიანი დისტანცია ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით ან დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით დარჩით სახლში, თუ გაქვთ რესპირაციული სიმპტომები ან დაგიდასტურდათ COVID-19 მოერიდეთ თავყრილობებს, განსაკუთრებით მოარიდეთ მაღალი რისკის მქონე ოჯახის წევრები; ხანდაზმულ ადამიანებთან სტუმრობისას ატარეთ პირბადე და დაიცავით ფიზიკური დისტანცია სადღესასწაულო პერიოდში ნივთების შეძენის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ონლაინ ყიდვებს გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და პანდემიაზე მალე გამარჯვებას!" - წერია NCDC-ის მიმართვაში. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts