Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს პირველად ეღირსა ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ღირსებას მაღლა აყენებეს. დროა, გააცნობიერთოთ, რომ უცხოელებისათვის თავის მქნევლების კი არა, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ" - ედიშერ გვენეტაძე


Recommended Posts

1641312807_edisher-gvenetadze_w_h.jpeg

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამერიკის საელჩოს განცხადებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

 

"ძალიან დიდმა სასიხარულო ამბავმა სულზე მოუსწროთ ამ ახალწლებზე აქაურ შადიმანებს - ე.წ. პარტიებისა და არამკითხე მოამბეების ასო-ების წარმომადგენლებს!

საქართველო გააკრიტიკა აშშ საელჩომ!

ჰოდა ამ დავარცხნილმა, ჩაფულიანებულმა კლასიკურმა მეხუთე კოლონამ უმალ შემოკრა ბუკ-ნაღარას ჯერ კიდევ საცივიანი ხელ-პირი!

უთენია იწყეს სიხარულით ჭყლოპინი ვიღაც ბუჩუკურებმა, გაუმაძღარმა ხუხაშვილებმა, გამონაშიმშილევმა ნაცებმა....

ამ შუაგულ ზამთარში საქართველოსადმი დასავლეთის მიერ "არ შერჩენის" მოლოდინში თან მოაყოლეს შემცივნული ხელების ფშვნეტა და ზეიმისათვის მზადებას შეუდგნენ!

კი მაგრამ თქვენ ცენტებსა და ხორცის ნაჭერში სამშობლოს გამყიდველებო!

რამ გაგახარათ, რამ აგაჭყლოპინათ?

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შესაძლო გაჭირვება გახარებთ არა?!

ვერ ეღირსებით!

როგორც იქნა საქართველოს ამ 30 წლის მანძილზე თქვენთვის სამწუხაროდ პირველად

ეღირსა , რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ღირსებას მაღლა აყენებეს, ვიდრე პირადულს!

და შინაურის თუ გარეული ყოველ არასწორ შემოტევასა და უსამართლო კრიტიკას სათანადო დასაბუთებულ პასუხებს სცემს!

თქვენისთანა ფულის გამო ყველაფრის მკადრებლებისთვის ეს უცხოა, მაგრამ უნდა შეეგუოთ!

და დროა, ბოლოს და ბოლოს გააცნობიერთოთ, რომ ჩვენ უცხოელებისათვის ყველაფერზე თავის მქნევლებისა და მონების კი არა!

დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, დამოუკიდებელი!

მაგრამ შევა თქვენს ტვინში ეს ჭეშმარიტება ოდესმე?!

ვწუხვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ არასდროს!" - წერს გვენეტაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...